воскресенье, 16 июня 2019 г.

თვალსაჩინოება


   თვალსაჩინოება - სხვადასხვა სახის ვიზუალური, აუდიო მასალა და ტექნიკური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება სწავლის პროცესში.
    მოსწავლეები ადვილად  გებულობენ  ახალ  მასალას,  როდესაც გაკვეთილზე გამოყენებულია თვალსაჩინოება,  ეს მთავარი და აუცილებელია განსაკუთრებით დაწყებით კლასში.  
   თვალსაჩინო საშუალებები უფრო ნათელ და წარუშლელ კვალს ტოვებენ ბავშვის გონებაში, ვიდრე სიტყვები. 
   ჩემს მიერ შექმნილი თვალსაჩინოებების მიზანია  I კლასის  მოსწავლეებს გაუადვილდეთ შეკრება-გამოკლების  შესწავლა 10-ის ფარგლებში, გაიაზრონ მცნებები ,,გამოკლება“ და ,,მიმატება“.        

     თვალსაჩინოება წარმოადგენს ნახატიან ლითონის პატარა დაფას, რომელზეც მაგრდება  სხვადასხვა (ჩემს მიერ დამზადებული) მაგნიტური ფიგურები: ხე  ,,ისხამს“ - ვაშლებს, მსხლებს,  ტბაში ,,დაცურავენ“ გედები,  მინდორში ,,ამოდიან“ ყვავილები,  ცაში ,,ჩნდებიან“ ვარსკვლავები.  რაოდენობები შესაბამისად მატულობს და კლებულობს, მოსწავლეები ითვლიან, ადგენენ და  დაფაზე წერენ  შესაბამის გამოსახულებებს.
    ამ თვალსაჩინოების გამოყენება განსაკუთრებით ამოცანების გაგება-გააზრების მიზნით არის  წარმატებული. მოსწავლეები ხალისით ითვლიან რაოდენობებს, ამატებენ ( მოფრინდა, ამოვიდა ...) ან აკლებენ  (დაკრიფეს, გაფრინდნენ...) თვალნათლივ ხედავენ და ითვლიან რაოდენობებს.  

ამ თვალსაჩინოების გამოყენებით მათემატიკის გაკვეთილი უფრო ხალისიანია, მოსწავლეები მოტივირებულები არიან და  აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში,  თამაშით  სწავლობენ    შეკრება-გამოკლებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий