კასპის მე-2 საჯარო სკოლა
четверг, 20 июня 2019 г.
воскресенье, 16 июня 2019 г.
თვალსაჩინოება
суббота, 8 июня 2019 г.
პრაქტიკის კვლევა
,, ლექსიკური მარაგის პრობლემები დაწყებით კლასებში და მათი გადაჭრის გზები"
https://drive.google.com/file/d/1G3nuKRSQ4r5922C5ebuVBdCV_k3e_QB8/view?usp=sharing
пятница, 19 апреля 2013 г.
понедельник, 11 октября 2010 г.
ჩვენი გარემო
- პროექტის სახელი: ჩვენი გარემო
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ გარემოს დაბინძურების ძირითად მიზეზებს, მის უარყოფით შედეგებს და პრობლემის მოგვაერების გზებს.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვუჩვენებ დაბინძურებულიგარემოს სურათებს. ვუხსნი თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ბუნების დაბინძურებამ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
მოსწავლეებს ევალებათ დააკვირდნენ გარემოს-სკოლის ეზოს,ქუჩებს, მდინარის მიმდებარე ადგილებს და სხვა. გაარკვიონ თუ რატომ და როგორ ნაგვიანდება ბუნება.
ასევე აკვირდებიან და აღწერენ სუფთა და მოვლილ ადგილებს .
მოსწავლეები განასხვავებენ სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს. დახატავენ, მშობლების დახმარებით გადაიღებენ სურათებს.
ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეები შეისწავლიან ნარჩენი შესაფუთი მასალებისგან სხვადასხვა ნივთების დამზადებას.
პროექტის ბოლოს მოსწავლეების მიერ მოპოვებული მასალები და მათი ნამუშევრები გამოიფინება.
მონაწილეთა ასაკი: 7 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოპოვებული მასალების პრეზენტაცია, ნახატების შესრულება, სურათების გამოფენა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითაროს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, კვლების, წარმოსახვისა და ფანტაწიის უნარი. გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბუნება. ისწავლონ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნარჩენის მეორადი გამოყენება.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება, ისტი.
პროექტის ფალსილიტატორი: მარიამ ხოცუაშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: m.xocuashvili@gmail.com
вторник, 8 декабря 2009 г.
ზღაპრული სამყარო
პროექტის სახელი: ზღაპრული სამყარო
პროექტის მიზანი:თოჯინების თეატრის გაცნობა. მოსწავლეებმა შესძლონ მათთვის ნაცნობი ზღაპრების გაცოცხლება თოჯინების დახმარებით.
პროექტის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას თოჯინების თეატრის შესახებ. პროექტორის საშუალებით უჩვენებს სხვადასხვა თეატრის თოჯინების სურათებს . მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კლასშიც მოაწყონ თოჯინების თეატრი. კლასი იყოფა ორ ჯგუფად, მათთვის ნაცნობი ზღაპრებიდან ირჩევენ ორ ზღაპარს-,, წითელქუდას“ და ,,კომბლეს.“ საჭიროა მოიძიონ სიმღერები. ამისათვის ინტერნეტში მოიძიებენ ქართულ მულტფილმებს, მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეარჩევენ სიმღერებს. ინაწილებენ როლებს. მასწავლებელი ეხმარება სპექტაკლის დადგმაში.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თოჯინების თეატრის მოწყობა. როლების განაწილება
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან მათთვის საოცარ,ზღაპრულ სამყაროს,რომელსაც თოჯინების თეატრი ჰქვია.
სარგებელი სხვებისთვის: სპექტაკლს ნახავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.
პროექტის ფასილიტატორი: მარიამ ხოცუაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.xocuashvili@gmail.com