პროექტის სახელი: ზღაპრული სამყარო
პროექტის მიზანი:თოჯინების თეატრის გაცნობა. მოსწავლეებმა შესძლონ მათთვის ნაცნობი ზღაპრების გაცოცხლება თოჯინების დახმარებით.
პროექტის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას თოჯინების თეატრის შესახებ. პროექტორის საშუალებით უჩვენებს სხვადასხვა თეატრის თოჯინების სურათებს . მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კლასშიც მოაწყონ თოჯინების თეატრი. კლასი იყოფა ორ ჯგუფად, მათთვის ნაცნობი ზღაპრებიდან ირჩევენ ორ ზღაპარს-,, წითელქუდას“ და ,,კომბლეს.“ საჭიროა მოიძიონ სიმღერები. ამისათვის ინტერნეტში მოიძიებენ ქართულ მულტფილმებს, მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეარჩევენ სიმღერებს. ინაწილებენ როლებს. მასწავლებელი ეხმარება სპექტაკლის დადგმაში.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თოჯინების თეატრის მოწყობა. როლების განაწილება
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან მათთვის საოცარ,ზღაპრულ სამყაროს,რომელსაც თოჯინების თეატრი ჰქვია.
სარგებელი სხვებისთვის: სპექტაკლს ნახავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.
პროექტის ფასილიტატორი: მარიამ ხოცუაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.xocuashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий