вторник, 8 декабря 2009 г.

ზღაპრული სამყარო


პროექტის სახელი: ზღაპრული სამყარო

პროექტის მიზანი:თოჯინების თეატრის გაცნობა. მოსწავლეებმა შესძლონ მათთვის ნაცნობი ზღაპრების გაცოცხლება თოჯინების დახმარებით.

პროექტის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდი ინფორმაციას თოჯინების თეატრის შესახებ. პროექტორის საშუალებით უჩვენებს სხვადასხვა თეატრის თოჯინების სურათებს . მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს კლასშიც მოაწყონ თოჯინების თეატრი. კლასი იყოფა ორ ჯგუფად, მათთვის ნაცნობი ზღაპრებიდან ირჩევენ ორ ზღაპარს-,, წითელქუდას“ და ,,კომბლეს.“ საჭიროა მოიძიონ სიმღერები. ამისათვის ინტერნეტში მოიძიებენ ქართულ მულტფილმებს, მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეარჩევენ სიმღერებს. ინაწილებენ როლებს. მასწავლებელი ეხმარება სპექტაკლის დადგმაში.

მოსწავლეთა ასაკი: 6-7 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თოჯინების თეატრის მოწყობა. როლების განაწილება

და დასწავლა. სიმღერების მოძიება და შესწავლა.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან მათთვის საოცარ,ზღაპრულ სამყაროს,რომელსაც თოჯინების თეატრი ჰქვია.

სარგებელი სხვებისთვის: სპექტაკლს ნახავენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა, ისტ.

პროექტის ფასილიტატორი: მარიამ ხოცუაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: m.xocuashvili@gmail.com


ჩემი პორტფოლიო

მოვხატოთ ქვები


Комментариев нет:

Отправить комментарий