понедельник, 11 октября 2010 г.

ჩვენი გარემო







  1. პროექტის სახელი:        ჩვენი გარემო

    პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ გარემოს დაბინძურების ძირითად მიზეზებს, მის უარყოფით შედეგებს და პრობლემის მოგვაერების გზებს.

    პროექტის სრული აღწერა:


    პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვუჩვენებ დაბინძურებულიგარემოს სურათებს. ვუხსნი თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ბუნების დაბინძურებამ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
    მოსწავლეებს ევალებათ დააკვირდნენ გარემოს-სკოლის ეზოს,ქუჩებს, მდინარის მიმდებარე ადგილებს და სხვა. გაარკვიონ თუ რატომ და როგორ ნაგვიანდება ბუნება.
    ასევე აკვირდებიან და აღწერენ სუფთა და მოვლილ ადგილებს .
    მოსწავლეები განასხვავებენ სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს. დახატავენ, მშობლების დახმარებით გადაიღებენ სურათებს.
    ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეები შეისწავლიან ნარჩენი შესაფუთი მასალებისგან სხვადასხვა ნივთების დამზადებას.
    პროექტის ბოლოს მოსწავლეების მიერ მოპოვებული მასალები და მათი ნამუშევრები გამოიფინება.

მონაწილეთა ასაკი: 7 წელი

 ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოპოვებული მასალების პრეზენტაცია, ნახატების შესრულება, სურათების გამოფენა.

ოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითაროს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, კვლების, წარმოსახვისა და ფანტაწიის უნარი. გაუფრთხილდნენ და დაიცვან ბუნება. ისწავლონ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნარჩენის მეორადი გამოყენება.

სარგებელი სხვებისთვის: მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარონ მეგობრებს, მასწავლებლებს, მშობლებს.
 მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 
სამუშაო ენა:  ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებისმცოდნეობა, ხელოვნება, ისტი.

პროექტის ფალსილიტატორი:   მარიამ ხოცუაშვილი

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: m.xocuashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий